მთავარისიახლეებისაზოგადოებამილოცვა სანდრა რულოვსისაგან - ,, მუ ბჩიკონ ვამჩქუდ ბაღანემს -...

მილოცვა სანდრა რულოვსისაგან – ,, მუ ბჩიკონ ვამჩქუდ ბაღანემს – სანდრაქ თანაფა გომთანეს ” (,,არ ვიცოდი, რა მეჭმია ბავშვებისთვის – სანდრამ აღდგომა გაგვითენა”)

Published on

,,ქრისტე აღსდგა! მრავალს დაესწარით! ''- ლედი სანდრა რულოვსი თავისი პირადი ფეისბუქგვერდიდან საქართველოს მოსახლეობას  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს  ულოცავს.
 
იგი აღდგომის დღესასწაულამდე მცირე ხნით ადრე ზუგდიდს სტუმრობდა და სააღდგომო ნობათი გადასცა მატერიალურად შეჭირვებულ ოჯახებს.  როგორც ერთ-ერთმა მიმღებმა ბრძანა: ,, მუ ბჩიკონ ვამჩქუდ ბაღანემს –  სანდრაქ თანაფა გომთანეს '' ( ,,არ ვიცოდი, რა მეჭმია ბავშვებისთვის – სანდრამ აღდგომა გაგვითენა'' )
 
სააღდგომო ნობათიების დარიგება სანდრარულოვსის მიერ დაფუძნებული ფონდი SOCO-ს, პროფესორ რ.ედვარდსისა (აშშ) და ტელერადიო კომპანია "ოდიშის" დამფუძნებლის  ალექსანდრე ქობალიას  ინიციატივით მოხდა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა,  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფებმა და სოციალურ  სტატუსგაუქმებულმა ოჯახებმა სააღდგომო საჩუქრები მიიღეს.შაქარი, წიწიბურა, სპაგეტი, შოკოლადი, ბარდა, მაკარონი, კვერცხის საღებავი, ჩაი, ბრინჯი, მაიონეზი, კაკაო, ზეთი, პასკა, კიტრის მარინადი, კარაქი, შცრიის ფანტელი, ლიმონათი, ტომატ-პასტა, შედედებული რძე, ფქვილი, ბავშვებისთვის ტანსაცმელი და სათამაშოები- ეს სააღდგომო კალათაში მოთავსებული საჩუქრების მცირე ჩამონათვალია, რაც ამ ოჯახებმა მიიღეს. ფონდი SOCO მსგავსი ტიპის სოციალურ აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ფონდმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლოდაც გადასცა სასაჩუქრე კალათა.

 

სიახლეები

ფოთში მომხდარ ავარიას 22 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთის გზაზე, ხეივანში, მსხვერპლით დასრულდა: BMW მარკის ავტომანქანა ტრაილერს, შემდეგ კი ხეს...

გთხოვთ, გახსოვდეთ საქართველო. იქ 355 დღეზე მეტია პროტესტი მიმდინარეობს-მარია რესა

გთხოვთ გახსოვდეთ საქართველო, იქ უკვე 355 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტია - ამ სიტყვებით მიმართა...

კობახიძე-ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველაფერს

ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს. 2022 წლიდან ამას დაემატა, რომ ჩაიჭრა წვდომა იაფ ენერგორესურსებთან...

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა - აქციებიდან "ქართული ოცნების" სიაში პორტირებული 20...