მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მაცხოვარი ჩვენი ცოდვებისთვის ჩავიდა ჯოჯოხეთში'' – პრეზიდენტის თეოსოფია

,,მაცხოვარი ჩვენი ცოდვებისთვის ჩავიდა ჯოჯოხეთში” – პრეზიდენტის თეოსოფია

Published on

საქართველოს პრეზიდენტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
"ოცი საუკუნის წინ მაცხოვარი ჩვენი ცოდვებისთვის ჩავიდა ჯოჯოხეთში და აღდგა იმისათვის, რომ ახალი სიცოცხლე მიეცა კაცობრიობისათვის.
ყოველ წელს ჩვენ ვზეიმობთ ბოროტების დამარცხებას სიკეთისა და სიყვარულის მიერ. 
ქრისტე აღდგა! ყველას გილოცავთ!" – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო მილოცვაში.
 
მათ,  ვისაც პრეზიდენტის მიერ ტრადიციული ,,ჯვარცმისა და აღდგომის'' ნაცვლად  ნახსენებმა ,,ქრისტეს შთასვლამ ჯოჯოხეთში და აღდგომამ'' კითხვები აღუძრა (ამ კითხვებით აივსო სოციალური ქსელი) , შევახსენებთ, რომ  დიდი შაბათი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღეა. ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა. წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.
 
 

სიახლეები

ელისაშვილი: ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია

  მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის. რისი ერთ-ერთი შემსრულებლები თქვენ ხართ. ბეჭედს არტყამთ...

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ალეკო ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ალეკო ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 იანვარს 14:00 საათზე...

რა ხდება მოლაპარაკებებზე უკრაინასთან დაკავშირებით – ახალი დეტალები

-ოთო კონჯარია, ალფა სიხშირე- ამერიკელები უკრაინას აწვდიან რუსეთის ფედერაციის პოზიციას, რომელიც დონბასიდან უკრაინული ძალების სრულ...

“კამიტი” – პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღი, რომელიც შსს-მ თბილისში გამოიყენა – BBC

გასულ წელს, თბილისში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა „კამიტი“, ქიმიური საბრძოლო...