მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს წითელი პარასკევია - დიდ მარხვის ყველაზე მძიმე დღე

დღეს წითელი პარასკევია – დიდ მარხვის ყველაზე მძიმე დღე

Published on

დღევანდელ დღეს  კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული.ამ დღეს მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა  ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღევანდელ დღეს სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც კაცობრიობას მარადიული ცხოვრება მიუძღვნა.გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია.მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა.წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.ეკლესიებში  მსახურების დაწყებამდე, ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი -,,საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი – მხოლოდ პურსა და წყალს.მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასქასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...