TI- თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად დააზარალებს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს.

0
370
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” შეუერთდა იმ 123 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც სამოქალაქო სექტორის ნაწილმა სამინისტროს მიერ 29 მარტს გავრცელებული განცხადების კონტრარგუმენტები წარუდგინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის დაბალ დონეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მაგალითზე ორგანიზაციას მიაჩნია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით ორი მნიშვნელოვანი პრობლემა დგას:არსებული მექანიზმები არ იძლევიან ეფექტური ჩართულობის შესაძლებლობებსა და მოსახლეობის მიერ გამოვლენილი პრობლემის გადაწყვეტის მინიმალურ გარანტიას ასევე მოქალაქეეებს, ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ჩართულობის მექანიზმებსა და შესაძლებლობზე.

აქედან გამომდინარე, დაუშვებელია მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი დონე მიჩნეულ იქნეს მუნიციპალიტეტების გამსხვილების ერთ-ერთ არგუმენტად. ხელისუფლება და საქართველოს პარლaმენტი ვალდებულნი არიან შეიმუშავონ მოქალაქეთა ჩართულობის იმდაგვარი მექანიზმები, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის პროცესი იყოს მარტივი და იგი დაიყოს რამდენიმე ეტაპად, მაგალითად: პრობლემის იდენტიფიცირება, პროექტებისა და ალტერნატივების შექმნა, საბიუჯეტო და ფინანსური დაგეგმარება, განხორციელება; პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება.“- ნათქვამია კვლევაში. გამჭვირვალობის შეფასებით

„საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტების უმრავლესობას, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, არ აქვთ თვითკმარი ბიუჯეტი და ისინი ფინანსური თვალსაზრისით სხვადასხვა სახის ტრანსფერებზე არიან დამოკიდებულნი. საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, თვითმმართველობებს არ აქვთ საკმარისი ქონება და ეკონომიკური რესურსები.“ ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას, ორგანიზაციის შეფასებითადმინისტრაციული ხარჯების ზრდა არ არის პირდაპირ კავშირში მუნიციპალიტეტების დაყოფასთან. აღნიშნული მახასიათებელია არა მხოლოდ 2014 წელს წარმოქმნილი მუნიციპალიტეტებისათვის, არამედ სხვა თვითმმართველი ერთეულებისთვისაც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ პრობლემატურია „ქალაქებისა და სასოფლო თემების ურთიერთგამიჯვნა., რაზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ პასუხი ასეთია:“ საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების პირდაპირი გაზიარება არ არის სწორი მიდგომა და იგი დეცენტალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორიც კი შეიძლება იყოს. საჭიროა, უცხოური და ადგილობრივი გამოცდილების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით დეცენტრალიზაციის სწორი პოლიტიკის შერჩევა, რაც ჩვენი აზრით, ორიენტირებული უნდა იყოს თვითმმართველობათა რაოდენობის არა შემცირებისაკენ, არამედ გაზრდისკენ.“ თვითმმართველობის რეფორმამ არა თუ არ უნდა დააშოროს მოქალაქე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და მმართველ რგოლებს, როგორც ეს თვითმმართველი ქალაქების შემცირების შემთხვევაში მოხდება, არამედ პირიქით – ხელისუფლება მოქალაქეთა მეტი ჩართულობა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღებათა პროცესში.

ხელისუფლებისთვის ახალ გამოწვევად იქცა იმ მიმართვებსა და განცხადებებზე პასუხი, რომელთაც ხელს აწერენ სხვადასხვა თვითმმართველ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს თვითმმართველობის არჩევნებამდე და გადაწყვეტილებები მიიღოს ადგილობრივ მოსახლეობასთან და პროცესში ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად.“- ნათქვამია კვლევაში

წინა სტატიადევნილები ახალ ჩასახლებაში საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვენ
შემდეგი სტატიანარაზენში, ქობალიების სახლს დანგრევა ემუქრება, ოჯახი დახმარებას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური