დუბაიში განათლების ფორუმზე საქართველოც მონაწილეობს

0
405
ქალაქ დუბაიში საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა-ფორუმი გაიხსნა, რომელშიც 25 ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობს."ვისწავლოთ საქართველოში" – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც საქართველო უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს სთავაზობს. საერთაშორისო გამოფენაზე სულ 130 უნივერსიტეტია წარმოდგენილი, მათ შორის 8 ქართული უნივერსიტეტი.უცხოენოვან საერთაშორისო პროგრამებს გამოფენაზე მისულ სტუდენტებს თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, ასევე ოთხი კერძო უმაღლესი სასწავლებელი აცნობს.უნივერსიტეტები სტუდენტებს სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებს სთავაზობენ. გამოფენას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც ესწრება.
 
 
წინა სტატიააღდგომას დათბება – თანაფა გომტიბანა
შემდეგი სტატიაოკუპანტების მიერ დაკავებული მამ-შვილის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობია. ენგურის ხიდზე შეკრებილი ოჯახი მთავრობის უმოქმედობას აპროტესტებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური