თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხორები დევნილები საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვენ. დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისთვის ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილმა დედებმა ქალაქ ზუგდიდის მერს და საქართველოს პრემიერ- მინისტრს მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯეს" ხელმძღვანელი იაგო ფასანძე, რომელიც დევნილთა სათემო ორგანიზაცია ,,ერთსულოვნებას" ადვოკატირების კამპანიაში უწევს კონსულტაციას, აცხადებს რომ დევნილთა ჩასახლებებეში საბავშვო ბაღების მშენებლობით: ბავშვები მიიღებენ სკოლამდელ განათლებას და ასევე გაიზრდება მშობელთა დასაქმების შესაძლებლობა.თაბუკაშვილის ქუჩაზე სულ 320 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ისინი ბაღის ასაკის ბავშვებისთვის დასახლებაში ბაღის გახსნის დასტურს მთავრობისგან დაელოდებიან.