აღდგომას დათბება – თანაფა გომტიბანა

0
385
აღდგომის დღეს, 16 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის  ტემპერატურა დღისით 22 გრადუსამდე გათბება; აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. თბილისში დღის მეორე ნახევარში ასევე შესაძლებელია მცირე წვიმა.
 
აღდგომის წინა დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით, დღეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი, 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი წამში. დღისით დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20-25 გრადუსი იქნება, ამაღამ –  9-14 გრადუსი; 
 
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.   დღისით 15-20 გრადუსია მოსალოდნელი,  ამაღამ 2-7 გრადუსი.
თბილისში ღამით უნალექო ამინდი, დღისით კი წვიმაა  ნავარაუდევი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში. 
 
14 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს,დღისით ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი წამში, მათ შორის თბილისშიც. დედაქალაქში მოსალონელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 
 
14 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით 9-14 გრადუსი იქნება; დღისით 12-17 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 7-12 გრადუსი იქნება; დღისით 17-22 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ღამით 10 გრადუსი; დღისით 19 გრადუსია მოსალოდენლი. 
 
15 აპრილს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს. დღისით ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი წამში, მათ შორის თბილისშიც. 
 
დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით 5-10 გრადუსი იქნება; დღისით 12-17 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 4-9 გრადუსი იქნება; დღისით 13-18 გრადუსია მოსალოდნელი,  თბილისში ღამით – 10 გრადუსი; დღისით 18 გრადუსი. 
 
აღდგომის მეორე დღეს, 17 აპრილს საქართველოში უმეტესად თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება, თბილისში 22 გრადუსი.
წინა სტატიანატოსა და აშშ ურთიერთობებში ახალი ეტაპი დგება
შემდეგი სტატიადუბაიში განათლების ფორუმზე საქართველოც მონაწილეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური