მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პოლიტიკური თამაში ჩვენ მოვიგეთ 41:0"- დავით ნარმანია ოპოზიციას მიმართავს

“პოლიტიკური თამაში ჩვენ მოვიგეთ 41:0”- დავით ნარმანია ოპოზიციას მიმართავს

Published on

41-ით 0 – ასე შეაფასა თბილისის მერმა უმრავლესობისა და ოპოზიციის დაპირისპირება საკრებულო სხდომაზე, სადაც იგი წლიური ანგარიშით წარსდგა.დავით ნარმანიამ სხდომის დასრულების შემდეგ ოპონენტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სწორედ მოიქცა, როცა რამდენიმე თვის წინ არ მივიდა საკრებულოში, სადაც მას ოპოზიცია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის კომპენსაციის გაცემის საკითხზე იბარებდა.მისი შეფასებით, კანონი არ დარღვეულა და მიწა არა ნაზღაიძეს არამედ დაზარალებულ ჩოხელს გადაეცა კანონის დაცვით. დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ თბლისის მერად ისევ იყაროს კენჭი თუ ამას მმართველი გუნდი გადაწყვეტს.„რატომღაც ჩვენს ოპონენტებს არ უნდათ ამ სიკეთეების დანახვა, რაც ქალაქში ხორციელდება, ისინი ცდილობენ, რომ ისევ სიცრუით ისაუბრონ იმაზე, რომ თითქოს ძალიან ბევრი კითხვები დასვეს და ამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს. მათი მხრიდან ერთ ყველაზე აქტუალური კითხვა რაც დაისვა ე.წ. ნაზღაიძის საქმეს ეხებოდა, თუმცა ეს არის რეალურად მოქალაქე ჩოხელის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც მე ძალიან კონკრეტული პასუხი გავეცი, რომ ჩვენ სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეს ამოვუდექით გვერდში. დღევანდელი პოლიტიკური თამაში ჩვენ მოვიგეთ 41:0,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...