მთავარისიახლეებიპოლიტიკაოლიგარქის არმია პირს იქაფებს, პრეზიდენტი მარგველაშვილი იღიმის

ოლიგარქის არმია პირს იქაფებს, პრეზიდენტი მარგველაშვილი იღიმის

Published on

,,არც ტერორისტების ხელშემწყობი ვარ,  არც სტრასბურგს ვაკონტროლებ და არც საარჩევნო კომისიას" –  განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის პასუხად ილიას უნივერსიტეტის სტუნტებთან შეხვედრისას.  
 
"საკუთარი თავის შესახებ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავიგე. გავიგე, რომ თურმე ტერორიზმის მხარდამჭერი ვარ, რადგან „მოსმენების კანონზე“ საკუთარი მოსაზრება კონსტიტუციურად გამოვთქვი. გავიგე, რომ თურმე ვაკონტროლებ სტრასბურგს და საკონსტიტუციო კომისიას. რატომ ჩათვალეს, რომ სტრასბურგს ან ტერორისტებს ვაკონტროლებ, ან რომ ეს საარჩევნო კამპანიაა, ეს ჩემთვის ძნელი ასახსნელია. ალბათ, ამისთვის მინდა სწორედ დიალოგი. რატომ არის საარჩევნო კამპანია? იგივეს არ ვაკეთებდი შარშან? დავდიოდი და მოსახლეობას ვთხოვდი აქტიურობას არჩევნებზე", – განაცხადა მარგველაშვილმა. 
 
"თუ საარჩევნო კამპანიას ვატარებ, ასეთი გამოუცდელი ვარ, რომ 2 წლით ადრე დავიწყე? თუ კამპანიას ვატარებ, 2 წელი როგორ უნდა გავწელო? არ ვარ ასეთი გამოუცდელი პოლიტიკურად, რომ ასე ვერ დავგეგმო საარჩევნო კამპანიის დღის წესრიგი. გულწრფელად გეუბნებით, არ ვატარებ საარჩევნო კამპანიას. არც ტერორისტების ხელშემწყობი ვარ. სამწუხაროდ, არც სტრასბურგს ვაკონტროლებ და არც საარჩევნო კომისიას", აღნიშნა მარგველაშვილმა.
 

 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...