მთავარისიახლეებისაზოგადოებამსოფლიო ბარიტონი მიხეილ ქირია: ,,სოლიდარობა ჩვენს მსახიობებს!''

მსოფლიო ბარიტონი მიხეილ ქირია: ,,სოლიდარობა ჩვენს მსახიობებს!”

Published on

 ცნობილი  ქართველი ბარიტონი, ვერდის ოქროს მედლის მფლობელი და  მარია კალასის სახელობის სპეციალური პრემიის ლაურეატი   მიხეილ ქირია, რომელიც მსოფლიო  საოპერო თეატრების სცენებზე   მღერის, ეხმაურება ქართველ ხელოვანთა  დუხჭირი მდგომარეობით გამოწვეული უკმაყოფილების ტალღას საზოგადოებაში.  
 
,,ამ სტატუსს ალბათ ბევრი არ მოიწონებთ, რადგან "თქვენ არ გეხებათ…"
გუშინ ჩემი მეგობარი, ერთერთი თეატრის ხელმძღვანელი მეუბნება, მიშა დაიჯერებ რომ ხელფასს არ ვიღებო? როგორ თუ არ იღებთქო? მსახიობებს იმდენად მიზერულ თანხამდე დაუყვანეს ხელფასები, საკუთარ ხელფასს ბოლო თეთრამდე მათ ვუნაწილებო!
სოლიდარობა ჩვენს მსახიობებს!'' – წერს მიხეილ ქირია თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
 
,,მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს ასე…..ხელოვნება არაფრად უღირს ჩვენს მთავრობას….სირცხვილი არ არის, გამოჩენილ და წარმატებულ მსახიობებს უჭირდეთ ?! სანამ მთავრობაში არიან ( ახლაც და წარსულშიდაც) , ასწრებენ თავიანთთვის… – ეს ერთერთია უამრავი გამოხმაურებიდან, რომელიც მიხეილ ქირიას სტატუსს მოყვა. 
 
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით ქართულ თეატრებში  მსახიობებს მასიურად გაუნახევრეს ხელფასები. ტვ "პირველის" ინფორმაციით,   მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა პროტესტის ნიშნად თეატრი დატოვა.  უკმაყოფილება ადრე თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობებმაც გამოთქვეს. გიორგი ყიფშიძე "პრაიმტაიმთან" ამბობდა, რომ ის და მამამისი – ზურა ყიფშიძე სავალალო დღეში არიან. 
დღეს, "რეაქციიდან" გახდა ასევე ცნობილი, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ხელფასი მსახიობ გივი ბერიკაშვილსაც გაუნახევრეს.
 
 
 
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...