„ენმ“-ს წევრი ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებასა და ქალაქის უსაფრთხოების მიმართ უდიერ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.(video)

0
402
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თორია ქალაქ ზუგდიდის მერიას შპს ველაჯიოსთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. თორიას განცხადებით, კომპანიამ, რომელიც, არავინ არ იცის რას წარმოადგენს, აუქციონზე შეიძინა ძველი სახანძროს შენობა ქალაქში, 1000კვ. მეტრი მიწის ნაკვეთით, რომელსაც ვალდებულება ქონდა აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტი აეშენებინა საერთაშორისო ბრენდის ქვეშ, ასევე ხელშეკრულებაში წეტია, რომ კომპანია ვალდებულია დაასაქმოს არანაკლებ 70 ადამიანი. თორია აღნიშნავს, რომ კომპანიამ ვალდებულების არც ერთი ნაწილი არ შეასრულა, ენმ-ის წევრი მიჩნევს, რომ შპს „ველაჯიოს“ ადგილობრივი ხელისუფლება ლობირებს და მას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ლევან თორია ასევე ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლოს უწოდებს დადიანის ქუჩაზე ახალი სახანძროს მშენებლობის მიტოვების საკითხსაც. „ამის მშენებლობა დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და ხედავთ, რომ 5 წელია ვერ დაასრულეს, ამით ჩანს დამოკიდებულება ადგილობრივი ხელისუფლების ჩვენი მეხანძრეებისა და ქალაქის უსაფრთხოების მიმართ, ფაქტიურად მეხანძრეებს ღია ცის ქვეშ უწევთ ყოფნა“- აღნიშნა თორიამ.
 
 

 

წინა სტატია,,გეთუ ყოროფაქ!” – რუსეთთან რომანი დასრულდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში დაკავებულია მოქალაქე ლ.ჩ., რომელსაც ავტომანქანაში ,,კალაშნიკოვის ავტომატი” აღმოაჩნდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური