ზუგდიდში კოსმოსის ათვისების კვლევებში მონაწილე ქალბატონი ცხოვრობს

0
449
12 აპრილს მსოფლიოში გაეროს ეგიდით  ადამიანის კოსმოსში გაფრენის დღე აღინიშნება.
 
მწერალი და ჟურნალისტი მურად ჭანტურია სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტურ მასალებს ქართველ ქალბატონზე, რომელიც  წლების მანძილზე აქტიურად  მონაწილეობდა   კოსმოსის ათვისების კვლევებში და ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილის სტატუსით.  
 
,,ნელი  ლემონჯავა მუშაობდა ქალაქ სოხუმში ცნობილი აკადემიკოს ბ. ა. ლაპინის ხელმძღვანელობით საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტის კოსმოსურ ჯგუფში, ფიზიოლოგიური ლაბორატორიის მეცნიერ მუშაკად. როგორც ექიმ-სპეციალისტს, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატს და 40-ზე მეტი გამოქვეყნებული შესაბამისი მეცნიერული შრომის ავტორს, კოსმოსის ათვისებაში შეტანილი წვლილისათვის შრომის წიგნაკში შეტანით მადლობა აქვს გამოცხადებული'' – წერს მურად ჭანტურია.
 
ისტორიკოსი კოტე ჭილაია საუბრობს კოსმოსური კვლევების კიდევ ერთ მონაწილეზე, რომელიც ჯვარში ცხოვრობს, თუმცა მის ვინაობის დასახელებისაგან თავს იკავებს – როგორც ჩანს იგი ანგარიშს უწევს თავად ამ ადამიანის პოზიციას, რომელიც, შესაძლოა, არჩევს სიცოცხლის ბოლომდე შეინახოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული საიდუმლო, რომელიც  სახელმწიფო საიდუმლოების კატეგორიას განეკუთვნებოდა. 
 
 
წინა სტატია“ფრესკოს” ყოფილი თანამშრომლები გასახდელში ვიდეოთვალთვალზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაგადაცემა თეზისი ვსაუბრობთ პოეტ ივეტა წითაშვილის შემოქმედებაზე Thesis program talking about the poet’s works Iveta Tsitashvili
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური