მთავარისიახლეებისაზოგადოება"მაესტროზე" გადაცემები დაიხურა

“მაესტროზე” გადაცემები დაიხურა

Published on

ტელეკომპანია "მაესტროზე" გადაცემების უმეტესი ნაწილი დაიხურა. აღნიშნული ინფორმაცია "პირველს" გადაცემა "დილა მაესტროზე" მთავარმა პროდიუსერმა, გვანცა კოპლატაძემ დაუდასტურა.
გვანცა კოპლატაძის ინფორმაციით, არხის ხელმძღვანელობამ მისი გადაცემის დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ "დილა მაესტროზე" ჰონდინგის ფარგლებში, სხვა არხზე გავიდეს ეთერში.
 
"პირველის" ინფორმაციით, დაიხურა გადაცემები "ქვიშის ზღაპარი" "სელფი მაესტრო" "მაესტროს ექსკლუზივი" "დამზადებულია საქართველოში" და "ვაკაჭი ნიუსი".
 
არხზე კვლავ გავა "ბიზნესკონტაქტი", "ცეცხლის ხაზი" და "ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემა"
 
"გადაცემების დახურვის მიზეზად სახელდება არხის რეორგანიზაცია. "მაესტრო" გადაკეთდება 24 საათიან საინფორმაციო არხად. რაც შეეეხება დახურულ გადაცემებს, მე სხვის მაგივრად ვერ ვისაუბარებ, თუმცა მიმდინარეობს ჰოლდინგთან მოლაპარაკება, რომ გადაცემა "დილა მაესტროზე" დაბრუნდეს ჰოლდინგის ფარგლებში, რომელიმე არხზე. "დილა მაესტროზე" იყო შემოსავლის მომტანი და რეიტინგული, თუმცა ვინაიდან არხზე იწყება რეორგანიზაცია, ეს გადაცემაც აღმოჩნდა ამ საშიშროების წინაშე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გადაცემა საკმაოდ მოკლე დროში ერთ-ერთი პოლულარული გახდა და ის მოგებაზე გადიოდა, ვფიქრობ არ დაიხურება და ვითანამშრომლებთ ჰოლდინგის ფარგლებში",- განუცხადა "პირველს" გვანცა კოპლატაძემ.
 
ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებენ მუშაობას ის ჟურნალისტები, რომლებიც უკვე დახურულ გადაცემებზე მუშაობდნენ.

სიახლეები

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...

დიდი ოდენობით “მეტადონი” შეიძინა, შეინახა და მოქალაქეს მიჰყიდა – პირს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

ადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში – რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში

ტვ "პირველმა" აღმოაჩინა, რომ ადამიანის კიდურები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები სამტრედიაში მიტოვებული შენობაში მიმოფანტული....