მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი დაზარალებულის სტატუსის დადასტურებას ითხოვენ - „რუსთავი 2“-ის...

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი დაზარალებულის სტატუსის დადასტურებას ითხოვენ – „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა პროკურატურას მიმართეს

Published on

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართეს.ისინი გამოძიების შეჩერების მიზეზის გარკვევას ითხოვენ:
„2012 წლის ბოლოს დაიწყო გამოძიება ჩვენს საჩივარში მითითებულ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. დაიკითხა რამდენიმე ათეული მოწმე, სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილი იქნა მტკიცებულებები და გამოძიება თითქმის ბოლომე იყო მიყვანილი, როდესაც გამოიცვალა ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე გამომძიებელი და გამოძიება ჩვენთვის უცნობი მიზეზებით ფაქტობრივად შეჩერდა“,- აღნიშნულია მიმართვაშმიმართვაში აქიმიძე და დვალი ითხოვენ გადაეცეთ დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.„გთხოვთ გადმოგვცეთ დადგენილება ჩვენი დაზარალებულად ცნობის შესახებ; ასევე გთხოვთ წერილობით გვაცნობოთ თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ჩვენს მიმართ ჩადენილი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე“.სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დამფუძნებლებისთვის იძულებით და ძალადობით წართმევის თაობაზე მთავარი პროკურატურა საქმეს 2012 წლის ნოემბრიდან იძიებს. აქიმიძისა და დვალის განცხადება „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...