მთავარისიახლეებისაზოგადოება„არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ - წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში

„არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ – წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში

Published on

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე? როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას? როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში? – ამ კითხვებს პასუხობს პიტერ პომერანცევის წიგნი „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“, რომლის პრეზენტაცია დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა. წიგნი „რადარამის“ მეთვრამეტე თარგმანია. ახალ თარგმანთან ერთად ორგანიზაციამ დამწრეებს ძველი თარგმანებიც წარუდგინა.

პიტერ პომერანცევი ბრიტანელი ჟურნალისტი, ავტორი და ტელეპროდიუსერია. ის წლების განმავლობაში რუსეთში, სატელევიზიო არხ „ტე-ენ-ტე“ -ში მუშაობდა. 2013 წელს ის ლონდონში გაემგზავრა და აქტიურად დაიწყო წერა რუსულ პროპაგანდაზე. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ისეთ გამოცემებში, როგორიცაა „ფაინეშელ თაიმსი“, „ვოლ სთით ჟურნალი“, „ნიუსვიქი“, „ნიუიორკერი“. ის თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული და გამოცდილი მიმომხილველია.

პიტერ პომერანცევმა აღნიშნული წიგნი სამი წლის წინ, 2014 წელს გამოსცა. პროექტი ორგანიზაცია „რადარამის“ მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...