13 აპრილიდან ზუგდიდი -თბილისი- ზუგდიდის მიმართულებაზე მატარებლების დამატებითი რეისები განხორციელდება

0
409
13 აპრილიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრავი მატარებლების დამატებითი რეისები დაინიშნება. – ეს გადაწყვეტილება ,,საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით  გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო მიიღო.
თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ შემადგენლობას ემატება  ახალი შემადგენლობა (№878/877)  
ოთხ ვაგონიანი ელექტრომატარებელი 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს რეისებს. რეისები შესრულდება ახალი განრიგით. მატარებელი ზუგდიდან გავა 19:15 საათზე და თბილისში ჩავა 00:35 საათზე, თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გამოვა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩამოვა 14:15 საათზე, 
ასევე, სხვადასხვა კლასის სამგზავრო ვაგონები ემატება ღამის სამგზავრო მატარებელს თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (№602/601) 
,,ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით“, – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.

 
 
წინა სტატიასიკვდილი მაინჰაიმში – სავარაუდო მკვლელი ქართველია
შემდეგი სტატიაოგნის დაბრუნება – 23 წლიანი პაუზის შემდეგ თურქეთში ლაზურენოვანი ჟურნალის გამოცემა განახლდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური