საკონსტიტუციო კომისია არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დატოვა – მმართველი პარტია პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის ,,შეთქმულებაზე” ალაპარაკდა

0
382
საკონსტიტუციო კომისია არასაპარალამენტო ოპოზიციის ნაწილმა დატოვა.  ოპოზიცია მწვავე უკმაყოფილებას გამოთქვამს ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილებების მიმართ, რომლის მიხედვით  უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, ეროვნული უშიშროების საბჭო და თავისი არსით წარმოადგენს  არაფორმალური მმართველობის გავრცობას სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუციების შთანთქმისა და მოქალაქეების პოლიტიკური უფლების მოსპობის ხარჯზე
 
„ხელისუფლება და ეს საკონსტიტუციო კომისია სპობს კონსტიტუციას,“ – განაცხადა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მოძრაობა ხალხისთვის თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ, რომელმაც   კონსტიტუციის დასაცავად საკონსტიტუციო კომისიისგან გამიჯვნისა და ზეპარტიული, ინტერპარტიული კონსტიტუციური  მოძრაობის დაწყებისკენ მოუწოდა კოლეგებს.ნიკა მაჭუტაძემ ამ განცხადებით დატოვა  საკონსტიტუციო კომისია და გადადგა კონკრეტული ნაბიჯი   არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ არაერთგზის გახმოვანებული გადაწყვეტილების რეალიზაციის გზაზე.
 
არასაოპარლამენტო ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებამ  მმართველ პარტიაში მძაფრი  პროტესტი გამოიწვია – იგი ოპოზიციისა და პრეზიდენტის ,,შეთქმულებაზე'' ალაპარაკდა. 
 
.„ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის საქართველოს პრეზიდენტზე გადაბრალებამ,“- ასე უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი კობახიძის განცხადებას პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით. 
 
„როდესაც ხდება წყვეტა საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ხდება ჩაკეტვა ვიწრო წრეში და სივრცეში, ამ დროს აქვს ადგილი სხვადასხვა კონსპირაციას და ეჭვიანობას. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის საქართველოს პრეზიდენტზე გადაბრალებამ. მინდა ყველას შევახსენო, რომ ბუნებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა აუცილებლად ვინმეს კარნახით. ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაშიც, არასამთავრობო სექტორშიც, ექსპერტებშიც,“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 
 
წინა სტატიამათთვის, ვინც სააღდგომოდ ისრაელში გამგზავრებას გეგმავს
შემდეგი სტატიაჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი დაზარალებულის სტატუსის დადასტურებას ითხოვენ – „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა პროკურატურას მიმართეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური