მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო ღრმა და უფრო ობიექტური,“ - გიორგი...

“ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო ღრმა და უფრო ობიექტური,“ – გიორგი კვირიკაშვილი

Published on

მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო ბევრად უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა შეაფასა. „ეს იყო ტრადიციული გამოსვლა, სადაც პრეზიდენტმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელ რიგ მიმართულებებზე, როგორიცაა სასამართლო, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება, არამხოლოდ ჩემი აზრით, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების აზრით, შესანიშნავი პროგრესია. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
 

სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური...

რეპეტიტორებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – განათლების მინისტრის მოადგილე

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება,...

“ვფიქრობ, ციხე არ ელით…” – მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე

ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს, ვფიქრობ, ციხე არ ელით, მაგრამ არაა გამორიცხული, უბედური შემთხხვევა...

“შათდაუნის” გამო აშშ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს

გამოცემა Axios საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ NATO-ს წევრი მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი...