მთავარისიახლეებიკონფლიქტები"შათდაუნის" გამო აშშ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს

“შათდაუნის” გამო აშშ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს

Published on

გამოცემა Axios საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ NATO-ს წევრი მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღების მიწოდება მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო შეაჩერა. 

Axios აღნიშნავს, რომ NATO-ს ქვეყნებში ექსპორტირებული შეიარაღების საბოლოო დანიშნულება უცნობია, თუმცა ასეთი აღჭურვილობა ხშირად უკრაინის მხარდაჭერას ხმარდება. 

გამოცემასთან საუბრისას ანონიმურმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ იარაღების, მათ შორის,  საშუალო რადიუსის “ჰაერი-ჰაერი” (Air-to-Air) რაკეტების (AMRAAM), Aegis-ის საბრძოლო სისტემებისა და HIMARS-ების მიწოდება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა დანია, ხორვატია და პოლონეთი, შეჩერებულია. 

როგორც Axios წერს, უშუალოდ აშშ-ს სახელმწიფოს მხრიდან NATO-ს მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიყიდვის კონტრაქტებთან ერთად ასევე კერძო კომპანიებისთვის შეიარაღების ექსპორტირებისთვის ლიცენზიების მინიჭებაც არის დროებით შეჩერებული. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეიარაღების გაყიდვის წინადადებები კონგრესმა უნდა განიხილოს, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების დიდი ნაწილი, რომლებსაც კონგრესის კომიტეტის პერსონალისთვის ანგარიშის მიწოდება ავალიათ, შვებულებაში არიან გაშვებულები, რაც პროცესს ანელებს. 

ცნობისთვის, აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა 1-ელ ოქტომბერს შეაჩერა მას შემდეგ, რაც სენატი საბიუჯეტო კანონპროექტის დამტკიცებაზე ვერ შეთანხმდა, რის გამოც დაფინანსება შეუწყდა იმ უწყებებსა და პროგრამებს, რომელთა ბიუჯეტიც კონგრესს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია. მთავრობის ახლანდელი ე.წ. შათდაუნი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია. 

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...