მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქეთის ავიახაზების თვითმფრინავში ფრენისას ბავშვი დაიბადა

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავში ფრენისას ბავშვი დაიბადა

Published on

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავში, რომელიც რეისს გვინეას დედაქალაქ კონაკრიდან სტამბოლისკენ მიფრინავდა, ქალმა იმშობიარა. საფრანგეთის მოქალაქეს სამშობიარო ტკივილები აფრენიდან მალევე დაეწყო.
 
როგორც თურქეთის ავიახაზების ბორტგამცილებლებმა თურქულ მედიას განუცხადეს, მათ გავლილი ჰქონდათ შესაბამისი მომზადება, ამიტომ არ გასჭირვებიათ მშობიარესთვის დახმარების აღმოჩენა. მათ ასევე დაეხმარნენ სხვა მგზავრებიც. ახალდაბადებულ გოგოს კადიჯუ დაარქვეს. 
პილოტებმა თვითმფრინავი საგანგებოდ დასვეს ბურკინა ფასოს ერთ-ერთ ქალაქში, რათა ქალსა და ახალშობილს მიეღოთ ადეკვატური სამედიცინო დახმარება.
 
ახალდაბადებული ბავშვი მალევე გახდა ინტერნეტ ვარსკვლავი. ბორტგამცილებლებმა მასთან გადაღებული ფოტოები ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე, ფეისბუკზე გამოაქვეყნეს.
 
On.ge

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...