მთავარისიახლეებისაზოგადოებასარფის საბაჟოზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხოფის საავადმყოფოშია მოთავსებული

სარფის საბაჟოზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხოფის საავადმყოფოშია მოთავსებული

Published on

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირის მოსანახულებლად თურქეთში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგელი იმყოფებოდა. 
როგორც ციალა ქათამიძე აცხადებს, დაზარალებული საქართველოს მოქალაქე თურქეთში, ქალაქ ხოფაში ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. მისივე თქმით, მოქალაქეს სახის არეში დაზიანებები აღენიშნება. ციალა ქათამიძის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს საავადმყოფოში თურქი სამართალდამცველები იცავენ. „ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე იმყოფებოდა. საქართველოს მოქალაქეს შეხვდა, რომელიც საავადმყოფოში არის მოთავსებული. გასაუბრება მხოლოდ რამდენიმე წუთით შეძლო, რადგან თურქმა სამართალდამცავებმა სთხოვეს, საუბარი აღარ გაეგრძელებინა, ვინაიდან აღნიშნული პირი დაკავებულია. საქართველოს მოქალაქეს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა. როგორც ის აცხადებს, საბაჟოზე მებაჟეებმა სცემეს. თურქეთში, საქართველოს გენერალურ კონსულთან კონტაქტი გვაქვს და მუდმივ რეჟიმში ინფორმაციას ვიღებთ. სხვა დამატებითი დეტალების დაზუსტება ვერ მოხდა, რადგან დრო შეზღუდული გვქონდა“, – აღნიშნა ციალა ქათამიძემ. არაოფიციალური ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას მათი ახლობლები ავრცელებენ. მათი მტკიცებით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, დაშავებულები თურქეთის მხარეს იმყოფებიან და არ იციან, ისინი რა მდგომარეობაში არიან. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. თავის მხრივ, თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ თურქ პოლიციელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...