პრეზიდენსტს დღეს პარლამენტში მოუსმენენ, შემდეგ კი დებატები გაიმართება

0
365
 ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო დებატები გაიმართება, – საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს დებატებისთვის 10-10 წუთი გამოეყოფა, ხოლო სხვა ფრაქციის წარმომადგენლები, რეგლამენტით გათვალისწინებულ 15 წუთს გამოიყენებენ. შესაბამისად, 7 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ, დებატები შესაძლოა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდეს.”ჩვენთვის ნებისმიერი ფორმატი მისაღებია, მათ შორის დებატები. ჩვენ გავითვალისწინეთ პრეზიდენტის პოზიცია და, შესაბამისად, პრეზიდენტის გამოსვლის დროს დებატები იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება დროს, უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებისთვის გამოიყოფა 10-10 წუთი, სხვა ფრაქციებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული 15 წუთი, შესაბამისად, შესაძლოა დებატები რამდენიმე საათის განმავლობაში გვქონდეს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.მიუხედავად დებატების გამართვისა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას საპარლამენტო უმრავლესობა. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი იმ დეპუტატების გადასაწყვეტია, რომლებიც დებატების ფორმატში მიიღებენ მონაწილეობას. ”რა საკითხებზე გამახვილდება ყურადღება, ეს თავად იმ დეპუტატების გადასაწყვეტია, რომლებიც ამ დებატებში მიიღებენ მონაწილეობას, შესაბამისად, ჩემთვის რთული სათქმელია თუ კონკრეტულად რა თემებზე გამახვილდება ყურადღება“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
წინა სტატია“ყველა აგრო ნორმის დარღვევით დენდროპარკი ვერ გაკეთდება.”- ნატა ფერაძე
შემდეგი სტატიაფაკუშ ფაჩუა – ქალს ქუდი ესროლე და, თუ არ წაიქცა, გასათხოვრად არის მომწიფებული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური