მთავარისიახლეებისაზოგადოებადეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნაზე პროკურატურისგან პასუხს ელოდებიან

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნაზე პროკურატურისგან პასუხს ელოდებიან

Published on

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნაზე პროკურატურისგან პასუხს ელოდებიან. დაცვის მხარე უარის შემთხვევაში გეგმავს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.დაცვის მხარე, სავარაუდოდ, დღესვე მიმართავს მთავარ პროკურატურას, რომ დეკანოზის ოჯახს მოეხსნას სახელმწიფო დაცვა. ამას თავად მამა გიორგი მამალაძე ითხოვს სასამართლო პროცესების საჯაროობის მიზნით. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს სურს, რომ 5 მაისიდან პროცესები საჯარო იყოს. დეკანოზი უკვე მეოთხე დღეა, შიმშილობს. მისი მთავარი მოთხოვნა კვლავ პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა.„ჯერჯერობით კონტაქტურია, ჩვენთან საუბრობს, მაგრამ უფრო და უფრო სუსტდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და უფრო და უფრო უძლურდება მისი ფიზიკური შესაძლებლობები,“ – აცხადებს გიორგი ფანცულაია.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...