მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის ნაჩუქარი საკურა ყვავილობს

ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის ნაჩუქარი საკურა ყვავილობს

Published on

ზუგდიდის სკეიტპარკში, იუსტიციის სახლთან საკურა აყვავდა. ეს უშვენიერესი ხეები  ჩვენს ქალაქს ამ რამდენიმე წლის წინათ საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა აჩუქა.  
 
ასეა, როგორც ფეისბუქმომხმარებელი მაია ჯავახიშვილი წერს, ზოგი თხრის, რომ საკუთარ სახლში წაათრიოს, ზოგს კი ჩამოაქვს, რომ სამშობლო გაალამაზოს.
 
,,ზოგი ირგვლივ ყველაფერს თხრის, ძირკვავს, ჩეხავს, ანადგურებს, რომ მხოლოდ ის ერთი, რაც მოსწონს, საკუთარ სახლში წაათრიოს!
ზოგი მარტო აქაურს არ სჯერდება და შორეული ქვეყნებიდანაც კი ეზიდება, რგავს, რწყავს, უვლის და ელოლიავება, რომ მისი ქვეყანა და ჩვენი ქვეყანა ყველაზე ლამაზი იყოს!
არადა, რა ადვილია სიკეთის დანახვა!..
 
ეს ქვეყანა უხაროდა და მუდამ მისი სიხარულით ცხოვრობს, ვიცი!… '' – წერს მაია ჯავახიშვილი, რომელიც ამ პოსტს მშვენიერ ბათუმს უძღვნის, მაგრამ ეს ზედმწევნით ესადაგება ანაკლია-ზუგდიდის სანახებსაც, რომელთაც პრეზიდენტი ასე რუდუნებით ევლებოდა თავს.  

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...