მთავარისიახლეებისაზოგადოებაგურიაში ხეების გადატანას ელექტროენერგიის ხაზების დაზიანება და გაზის გათიშვა მოყვა

გურიაში ხეების გადატანას ელექტროენერგიის ხაზების დაზიანება და გაზის გათიშვა მოყვა

Published on

ასწლოვანი ხეების გადატანა გურიაში გრძელდება – სოფელ ქვემო ნატანებიდან დენდროლოგიურ პარკში წიფლის ტრანსპორტირების გამო დასახლებაში გაითიშა ელექტროენერგია და გაზი, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საგზაო ნიშნები.მიმდინარე სამუშაოების გამო შეფერხებული იყო მოძრაობა ნატანები-ურეკის მაგისტრალზე, რის გამოც სასწრაფოს დახმარების მანქანას გადაადგილება შემოვლითი გზით მოუხდა.ხის ტრანსპორტირების სამუშაოებს ამჟამად თურქული კომპანია აწარმოებს.ასწლოვანი წიფელის გამო მოიჭრა ევკალიპტის და ფიჭვის ის ხეები, რომლებიც ხის ტრანსპორტირების ხელს უშლიდა. ხის გადატანის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...