მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი მარგველაშვილი: ,,ქუთაისელების ხმებია მოსასმენი - რად უნდათ მათ პარლამენტი...

გიორგი მარგველაშვილი: ,,ქუთაისელების ხმებია მოსასმენი – რად უნდათ მათ პარლამენტი ქუთაისში?”

Published on

მე მიმაჩნია, რომ უფრო დეტალურად უნდა ვკითხოთ ქუთაისელებს, რად უნდათ მათ პარლამენტი ქუთაისში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრაზე, პარლამენტის ადგილმდებარეობაზე საუბრისას განაცხადა. 
 
პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება დეპუტატებს უნდა დავუტოვოთ.
 
„მიმაჩნია, რომ უფრო დეტალურად უნდა ვკითხოთ ქუთაისელებს, რად უნდათ მათ ქუთაისში პარლამენტი. თუ პარლამენტის ქუთაისში არსებობა ქუთაისელებისთვის არის ეკონომიკური საკითხი, იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ პარლამენტის გადატანას, უნდა მივცეთ ამის უფლება, მაგრამ მათ უნდა აიღონ ვალდებულება, ამ თემის ეკონომიკურად დაბალანსების. თუ ეს ემოციის საკითხია და მართლა პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელია, მაშინ ესეც ძალიან ნათლად უნდა ითქვას. ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან გულწრფელი დიალოგი უნდა გვქონდეს. თუ ქუთაისს პარლამენტი უნდა იმიტომ, რომ პარლამენტმა ქუთაისის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება შეცვალა და ძალიან არ გინდათ, რომ ამ ხალხმა დატოვოს ქუთაისი, ეს ერთი პოზიციაა და მაშინ ეს უნდა იცოდნენ დეპუტატებმა, რადგან დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან გახარებული იქნებიან ამით. მაგრამ თუ ეს ეკონომიკური პოტენციალით არის ნაკარნახები, მაშინ შესაძლებელია მათ შევთავაზოთ ან მათ შემოგვთავაზონ სხვა გადაწყვეტილება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის გამოსავალი არის თავისუფლება. თუ ადამიანს უნდა, რომ იმუშავოს მცხეთაში ან ბათუმში, ჩემი აზრით, ჩვენ არავის არაფერი უნდა დავაძალოთ და თავისუფლება უნდა მივცეთ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, რაიმე პოზიცია ამ მიმართულებით არ გამაჩნია, ქუთაისელების ხმა არის მოსასმენი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...