მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობა მოითხოვს კონკრეტულ პასუხს კითხვაზე, რა სარგებელს იღებს საქართველო რუსეთთან...

ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს კონკრეტულ პასუხს კითხვაზე, რა სარგებელს იღებს საქართველო რუსეთთან ,,პრაგმატული” პოლიტიკის შედეგად

Published on

ოკუპაციის ფაზა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“  ღია და აშკარა ანექსიის ფაზაში გადავიდა – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობა” პროცესებს, რომელიც ოკუპირებულტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნის განუხრელ ზრდას გულისხმობს. პარტიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება აშკარად გაურბის ამ საკითზე ადექვატურ რეაგირებას და სწორედ მისი პოზიციის შედეგია, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი თანდათან ქრება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების არეალიდან.
 
შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია კიდევ ერთხელ აყენებს პარლამენტში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის პარლამენტში მისვლისა და მისგან აღნიშნულზე ინფორმაციის მოსმენის საკითხს.  საკითხს 
 
როგორც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია უკვე ორი თვეა  ითხოვს ბატონი აბაშიძის გამოცხადებას, რომელიც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.
 
,,იგი  თქვენთან ერთად გვიმტკიცებს, რომ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველო იღებს კონკრეტულ სარგებელს და ეს პოლიტიკა მომგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვინდა ბატონი აბაშიძისგან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ ახსნა, თუ რა ხდება რეალურად. ჩვენ ღია და აშკარა ანექსიასთან გვაქვს საქმე და ამ დროს ვერ ვიღებთ ვერანაირ პასუხს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ამ პარლამენტში ტრადიციად იქცა კანონმდებლების მოთხოვნების იგნორირება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...