მეტეხის ხიდთან ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა- გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს

0
391
მეტეხის ხიდთან ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ტურისტს მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩა ჩანთა, რაც გამვლელებმა საეჭვოდ მიიჩნიეს და შსს-ს აცნობეს. თვითმხილველთა განცხადებით, ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ასევე გადაკეტილი იყო მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია. 


ამჟამად შესაბამისი სამუშაოები დასრულებულია. მოძრაობა კი მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგენილია. 

წინა სტატიამამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო
შემდეგი სტატიაგურიაში ხეების გადატანას ელექტროენერგიის ხაზების დაზიანება და გაზის გათიშვა მოყვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური