განმუხურის ფესტივალი გინესის რეკორდების წიგნში ჩაიწერება – აცხადებს GEM Fest – ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა

0
461
სოფელ განმუხურში დაგეგმილი ფესტივალი  GEM Fest მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ფესტივალების რანგის იქნება. იგი გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი, ყველაზე მეტი არტისტის და ყველაზე მეტი ღონისძიების მქონე ფესტივალი,  რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება –  განაცხადა  დღეს  GEM Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ პრესკონფერენციაზე, რომელიც თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში   გამართა. 
 
 GEM Fest-ის მესამე სეზონი უპრეცედენტოდ მასშტაბურ სახეს მიიღებს და ანაკლიაში ერთი თვის განმავლობაში,14 ივლისიდან 14 აგვისტომდე, 8 სცენაზე 500 არტისტი დაუკრავს, ხოლო ფესტივალის ფარგლებში 1300-მდე ივენთი მოეწყობა. 
ფესტივალზე წელს  1 თვის განმავლობაში, მარტინ გარიქსის სტივ აოკი, პოლ კალკბრენერი, სოლომუნი, აქსელინგროსო და სხვა მსოფლიო მასშტაბის არტისტები დაუკრავენ. 
 
line up-ის მასშტაბურობიდან გამომდინარე, GEM Fest-ის ოფიციალური პარტნიორი BBC გახდა. სწორედ საერთაშორისო მედიის აქტიური ჩართულობითა და სწორი მარკეტინგული კამპანიის შედეგად, ფესტივალზე 2017 წელს ორგანიზატორები ათიათასობით უცხოელ ტურისტს ელიან, რომლებიც სამეგრელოში ათეულობით მილიონ დოლარს დახარჯავენ“, – აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში. 
წინა სტატიაჩხოროწყუს მოსახლეობა დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს
შემდეგი სტატიათვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ზუგდიდში ხელმოწერები დაიწყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური