“დეე მაპატიე ამჯერად ვერ გიშველე”- მომღერალ მიშო სულუხიას დედამ უმძიმესი ოპერაცია ვერ გადაიტანა

0
429
დედის გარდაცვალების შესახებ მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:“ჩემი მეოცნებე ლაღი და თბილი დედიკო. ხალხო როგორ მტკივა. დეე მაპატიე ამჯერად ვერ გიშველე”- წერს მიშო სულუხია.
მიშოს დედა, სტამბულის საავადმყოფოში მკურნალობდა. მას რამდენიმე დღის წინ  ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მძიმე დიაგნოზის დამარცხება შეუძლებელი აღმოჩნდა. 29 მარტს მომღერალმა ფეისბუკის გვერდზე საიმედო პოსტი დაწერა: "სტამბულში ვართ: ჩემს მეგობარს დაესიზმრა კომაში მყოფი დედაჩემი და სთხოვა ილოცეთ ჩემთვისო, ყველამ ერთად დავიწყეთ ლოცვა. დღეს სხვა სურათია. სიცხემ დაიწა 4 გრადუსით, და ინფექცამ ალაგება დაიწყო. ღმერთი არსებობს !!!! ❤️არც აქამდე მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ახლა უფრო ნათლად ვხედავ …..ვიცი რომ გულით ხართ ჩემთან კდა კიდევ ერთხელ გიხდით ყველას მადლობას თანადგომისთვის "- წერდა მიშო სულუხია.
წინა სტატიაათასლარიანი ჯარიმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანილი კამფეტების გამო
შემდეგი სტატიაკერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური