ზუგდიდში, განმუხურის დასუფთავების სამსახურის უფროსი დააკავეს

0
394

ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის დასუფთავების სამსახურის უფროსი რ.გ დააკავეს.

რ.გ იმ დროს იქნა დაკავებული, როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ცოლისძმა ბ.ფ, რომელიც ასევე დაკავებულია. თუმცა, ის დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. მას 70-მდე აბი სუბოტექსი აღმოაჩნდა.

დასუფთავების სამსახურის უფროსი რ.გ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

წინა სტატიაIRI: მოსახლეობის 82 პროცენტი საქართველოს ნატოში გაწევრების მომხრეა
შემდეგი სტატიაIRI: ქართული ოცნება – 26%, 15% ნაციონალური მოძრაობა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური