IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი საქართველოს ნატოში გაწევრების მომხრეა

0
370
საერთაშორისო რერსპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, 2017 წელს საქართველოს მოქალაქეების 82 პროცენტი ქვეყნის ნატოში გაწევრებას ემხრობა. კერძოდ: 
სრულიად ვემხრობი – 56%;
ნაწილობრივ ვემხრობი – 26%;
ნაწილობრივ არ ვემხრობი – 6%;
არ ვემხრობი – 7%;
არ ვიცი/უარი პასუხზე – 5%.
IRI-ის 2016 წლის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 79 პროცენტი უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრებას, წინააღმდეგი კი 16 პროცენტი იყო.
 
ამავე კვლევის მიედვით, კითხვაზე როგორ ფიქრობთ, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი მოსახლეობის 42%-ს პასუხი არ აქვს/არ იცის, 14 პროცენტი კი ფიქრობს, რომ არასდროს. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება:
 
მოგვიანებით – 28 პროცენტი;
2021 წელს – 8 პროცენტი;
2019 წელს – 5 პროცენტი;
2018 წელს – 3 პროცენტი.
IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 23% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი მხოლოდ პრო-დასავლური უნდა იყოს. 53 პროცენტის აზრით, საქართველო უნდა იყოს პრო-დასავლური და შეინარჩუნოს ურთიერთობა რუსეთთან. 12 პროცენტის აზრით, საქართველო პრო-რუსული ორიენტაციის უნდა იყოს, მაგრამ დარჩეს ევროკავშირის/დასავლეთის მოკავშირე, 3 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ საქართველო მხოლოდ პრო-რუსული უნდა იყოს.
 
IRI-ის ინფორმაციით, 2016 წელის კვლევის შემდეგ, საზოგადოებრივი აზრი საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით თითქმის არ შეცვლილა.
 
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 4 აპრილს გამოაქვეყნა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგები, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, მათ შორის ევროკავშირში გაწევრებას, რუსეთთან ურთიერთობებს, ასევე, მოსახლეობის პოლიტიკურ სიმპათიებს.
 
IRI-მ გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით) ჩაატარა 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს სახით, სულ გამოიკითხა საქართველოში საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1 501 მუდმივი მაცხოვრებელი, პასუხი გაცემის მაჩვენებელი 69 პროცენტია, ცდომილების ზღვარი კი მერყეობს პლუს-მინუს 2,5 პროცენტით.
წინა სტატია“ერთი და იგივე ფუნქციებს ახორციელებს მერიაც და გამგეობაც.”- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თვითმმართველი ქალაქების შემცირებაზე
შემდეგი სტატიაზუგდიდში, განმუხურის დასუფთავების სამსახურის უფროსი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური