მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლაში, სადაც მაია ასათიანის ქალიშვილი სწავლობდა, ნუცა მახვილაძის სახელობის სამკითხველო გაიხსნა

სკოლაში, სადაც მაია ასათიანის ქალიშვილი სწავლობდა, ნუცა მახვილაძის სახელობის სამკითხველო გაიხსნა

Published on

თბილისის მწვანე სკოლაში, სადაც ნუცა მახვილაძე სწავლობდა, მისივე სახელობის სამკითხველო დარბაზი გაიხსნა. სამკითხველოს გახსნის ინიციატივა, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მის დირექტორს გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის, რომელმაც ერთი თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში. კეკელიძის თქმით, აღნიშნულ საქმიანობაში დაღუპული გოგონას მშობლებიც – ტელეწამყვანი მაია ასათიანი და ტელე-რეჟისორი ირაკლი მახვილაძე ჩაერთნენ."მშობლებიც ჩაერთვნენ და იმედია ცოტა საშველი მაინც იქნება მათთვის. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიტანოს", – წერდა გიორგი კეკელიძე ერთი თვის წინ.მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.სოციალურ ქსელში გავრცელდა მაია ასათიანისა და ირაკლი მახვილაძის ფოტო, რომელიც ამავე სკოლაშია გადაღებული.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...