მთავარისიახლეებისაზოგადოებაფრთხილად, მძღოლი ნასვამია

ფრთხილად, მძღოლი ნასვამია

Published on

 “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში “   იგეგმება  ცვლილებები, რომელიც კიდევ უფრო ამკაცრებს ადმინისტრაციულ ზომებს მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის.
 
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მოქმედი ნორმით, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან კანონით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას იწვევს. ამასთან, დღეს კანონი მართვის უფლების შეჩერების 700-ლარიანი ჯარიმით შეცვლასაც უშვებს.
 
ცვლილებების დამტკიცების  შემთხვევაში,   მძღოლს, რომელიც მანქანის ნასცამ მდგომარეობაში მართვისთვის  6-თვით აქვს შეჩერებული მართვის უფლება, გამოცდის ჩაბარების შემდეგ ან საპატრული პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ აღუდგება, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში პირს უფლება, ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები გამოცდა ან გადაიხადოს 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა, სამართლადარღვევის ჩადენიდან 3-თვის შემდეგ ენიჭება. 
 
 
 

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო...

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...