მთავარისიახლეებისაზოგადოებამართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება

Published on

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. ასევე, 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში ე.წ. უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებული ინიციატივა. 

აღნიშნულ თარიღზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, სადაც შს სამინისტროს მიერ მომზადებული პაკეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განმარტა, 1-ელ ივლისამდე დარჩენილი პერიოდი გამოყენებული იქნება საინფორმაციო კამპანიისთვის. მისი თქმით, საინფორმაციო კამპანია პრევენციის ნაწილს წარმოადგენს. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, ქულათა სისტემა მიენიჭება როგორც საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, ასევე უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობასაც. 

განხილვის პროცესში ცვლილება განიცადა ქულათა სისტემამ – რიგი საგზაო დარღვევების შემთხვევაში ჩამოსაკლები ქულის ოდენობა გაიზარდა, ზოგ დარღვევაზე კი შემცირდა. მაგალითად, ღვედის გამოუყენებლობაზე თავდაპირველად შეთავაზებული იყო მართვის მოწმობისთვის 10 ქულის ჩამოკლება, რაც 5 ქულამდე შემცირდა. ავტომობილისის მართვისას მობილურის გამოყენებაზე 15 ქულა 10 ქულამდე შემცირდა. პროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება წითელზე გავლის შემთხვევებზე განსაზღვრული ქულის შემცირების თაობაზე, რაც შს სამინისტროს წარმომადგენელმა არ გაითვალისწინა. ასეთ შემთხვევაზე განსაზღვრული იყო 10 ქულის ჩამოკლება, რაც 15 ქულა გახდება. 


კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ჩასწორდა ის, რომ პარკირების წესების დარღვევაზე, როდესაც არ იქმნება საავარიო მდგომარეობა ან საცობი, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულა არ ჩამოაკლდება.

ქულების განულების შემთხვევაში, მართვის მოწმობის მფლობელს მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება და მის დასაბრუნებლად გამოცდის გავლა მოუწევს. ამასთან, პროექტით მძღოლს ეს უფლება წელიწადში ერთხელ ექნება. საკანონმდებლო პაკეტიდან ამოღებულია ინიციატივა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტისა და რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ, რაც პროექტის თავდაპირველი ვარიანტით იყო გათვალისწინებული.

 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...