მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ერთი და იგივე ფუნქციებს ახორციელებს მერიაც და გამგეობაც."- რეგიონული განვითარებისა და...

“ერთი და იგივე ფუნქციებს ახორციელებს მერიაც და გამგეობაც.”- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თვითმმართველი ქალაქების შემცირებაზე

Published on

„თბილისში თუ მენეჯმენტსა და მმართველობას მარტო ერთი ადამიანი ახორციელებს, ზუგდიდში იგივე მმართველობას ერთი ადამიანი რატომ ვერ გააკეთებს?! მერიაც და გამგეობაც ერთი და იგივე ფუნქციას ახორციელებს. ამაზე გვაქვს საუბარი“, – ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.ზურაბ ალავიძემ კომენტარი გააკეთა თვითმმართველი ქალაქების სტატუსის შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა. 
ალავიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.მისივე განცხადებით, არაფრის გაუქმება არ იგეგმება, საუბარია ერთი და იგივე მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ამავე მუნიციპალიტეტის მერის ფუნქციების გაერთიანებაზე.„დღეს ჩვენ გვყავს მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის მერი. მაგალითად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ყველას რომ დავარქვათ მუნიციპალიტეტის გამგებელი, მათ ფუნქციებს შორის ერთი მარცვალიც არ არის განსხვავება. ამაზე ვსაუბრობთ. აქ მარტო მენეჯმენტის პრობლემაა. ანუ, ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისში თუ მენეჯმენტსა და მმართველობას მარტო ერთი ადამიანი ახორციელებს, ზუგდიდში იგივე მმართველობას ერთი ადამიანი რატომ ვერ გააკეთებს?! ერთი და იგივე ფუნქციას ახორციელებს მერიაც და გამგეობაც. ამაზე გვაქვს საუბარი“, – განაცხადა ალავიძემ.მისივე თქმით, მსჯელობა არ მიდის არჩევითობის გაუქმებაზე და დემოკრატიის გაუარესებაზე. რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესა და პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათივე შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება. მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ”განვითარების დაწყებულ პროცესს შეაჩერებს”. მათივე განმარტებით, საუბარია ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე.

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო...

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...