მთავარისიახლეებისაზოგადოება2018 წლიდან მოწევა ყველა შენობაში აიკრძალება

2018 წლიდან მოწევა ყველა შენობაში აიკრძალება

Published on

2018 წლის მაისიდან ნებისმიერ შენობაში თამბაქოს მოხმარება აიკრძალება, ხოლო 2020 წლიდან, აკრძალვა სტადიონებს, მსგავს ღია სივრცეებსა და სარეკლამო ბაზარსაც შეეხება, – ამის შესახებ  ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
შენობაში თამბაქოს მოხმარების ფაქტის დაფიქსირებისას, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარის ოდენობის თანხით, განმეორების შემთხვევაში 2 000, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 000 ლარით დაჯარიმდება.
იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი მოინდომებს, თამბაქოს მოხმარებისთვის ფართი სპეციალურად გამოყოს, მას ამის უფლება არ მიეცემა, რადგან ეს არც ევროპის რომელიმე ქვეყანაშია ნებადართული და არც საქართველოში იქნება. პირადი საცხოვრებლის გარდა, თამბაქოს მოხმარება ნებისმიერ შენობაში აიკრძალება, იქნება ეს კაფე, რესტორანი თუ ოფისი, პენიტენციური სისტემისა და ჯერჯერობით ღია სივრცეების (სტადიონები, ქუჩა და ა.შ) გარდა,"- განმარტა ზოიძემ.
 
პარლამენტი კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა დაახლოებით 2 თვეში დასრულება.
"რეგულაციები ნაწილობრივ ევროკავშირის სტანდარტებიდან გამომდინარეობს, მიზეზი ასევე ის სტატისტიკაა, რომელიც გვიჩვენებს, რომ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებით ყოველწლიურად, 6 მილიონი ადამიანი იღუპება, აქედან 1 მილიონი კი პასიური მწეველია,"-აღნიშნავს ის.
პარლამენტის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ რეგულაციები არა მწეველებისთვის შეზღუდვების დაწესებას, არამედ არამწველებისთვის თამბაქოს პასიური მოხმარების თავიდან არიდებას გულისხმობს. 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...