ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან. დღეიდან ,,თბილსერვის ჯგუფს“ ზედამხედველობის სამსახური კონტროლს ქვეითი პინსპექტორის მეშვეობით განახორციელებს.მერიის განმარტებით, პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება. ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ.თბილისის მასშტაბით სულ 20 ინსპექტორი იმუშავებს. ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 50-ლარიდან 150-მდეა. ძაღლის ფეკალიებზე იქნება 50 ლარი, სიგარეტსი ნამწვავზე 80 ლარი, 2 კდ-მდე ნარჩენზე მეტი 150 ლარზე მეტით. განმეორებით შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.