ყაჩაღობა ხიბულაში- ჯანსუღ ჯიშკარიანს ნიღბიანები სასტიკად გაუსწორდნენ

0
369
ყაჩაღობა მოხდა გვიან ღამით ხობის რაიონ სოფელ ხიბულაში. რამდენიმე ადამიანი თავს ჯანსუღ ჯიშკარიანის ოჯახს დაესხა.გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს დაახლოებით 5 ნიღბიანი დაესხა თავს და შუახნის მამაკაცს სასტიკად სცემეს.ბოროტმოქმედები ჯიშკარიანებისგან იმ თანხას ითხოვდნენ, რომელიც მათი ინფორმაციით ოჯახმა მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიიღო.მას შემდეგ კი რაც ჯანსუღ ჯიშკარიანმა მათ გადახდის ქვითარი წარუდგინა, საიდანაც დასტურდებოდა, რომ თანხა შვილის ანგარიშზე ჩარიცხა, თავდამსხმელები მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საბოლოდ ოჯახმა ბოროტმოქმედებს 300 ლარი მისცა.ჯანსუღ ჯიშკარიანი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.

 

წინა სტატიასკოლაში გაკვეთილების შემცირება მომავალი წლიდან იგეგმება
შემდეგი სტატიაბზის მოჭრა დასჯადი ქმედებაა- გარემოს დაცვის მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური