მთავარისიახლეებისაზოგადოებაბზის მოჭრა დასჯადი ქმედებაა- გარემოს დაცვის მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს

ბზის მოჭრა დასჯადი ქმედებაა- გარემოს დაცვის მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს

Published on

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე საზოგადოებას მიმართავენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან. „ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე“, – აცხადებენ უწყებაში.კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა და ამის გამო დაცულია საქართველოს „წითელ ნუსხით“. „ჩვენი ქვეყნისთვის მას აქვს როგორც უდიდესი ეკოლოგიური დატვირთვა, როგორც ენდემურ სახეობასა და კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტ და უძვირფასესი მცენარეს, ასევე, მნიშვნელოვანია რელიგიური თვალსაზრისით. უკანასკნელი წლების განმავლობაში ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე. დადგენილია ხმობის ძირითადი მიზეზები: დაავადება – ე.წ „ბზის სიდამწვრე“ და დაავადებას დაემატა მავნებელი მწერი – ბზის ალურა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჯერ კიდევ შემორჩენილ, ჯანსაღ ნარგაობას. ამჟამად, დღის წესრიგში დგას კოლხური ბზის, როგორც სახეობის გადარჩენა, რაც კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს არსებული მდგომარეობის შერბილებაზე“, – აღნიშნავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...