სომხეთში ხმებს ითვლიან – საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 60,86 % შეადგინა

0
371
ერევანში ამ წუთებში ხმებს ითვლიან. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხმის მიცემის პროცესი შეწყვეტილია. საბოლოო მონაცემებით, 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 60,86 %-მა ანუ 1 574 947 ამომრჩეველმა მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებიდან პირველადი მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ღამის 12 საათის შემდეგ შემოვა, ხვალ დღის ბოლოსთვის კი 2009-ვე უბნის მონაცემები ცნობილი იქნება. 
არჩევნების მიმდინარეობის პროცესი მედიასთან საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ შეაჯამა.
წინა სტატიაზუგდიდში ხანძარმა 70 წლის მოხუცი იმსხვერპლა
შემდეგი სტატიაrustavi2.ge ტელეკომპანიის ვებ გვერდის ახალი მისამართია – რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური