უჩა ნანუაშვილი სამართალდამცველთა რეაგირებას 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე დაგვიანებულად მიიჩნევს

0
356
საქართველოს სახალხო დამცველი დაგვიანებულად აფასებს სამართალდამცავთა რეაგირებას 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე- ამის შესახებ 2016 წლის იმ საპარლამენტო ანგარიშში წერია, რომელიც სახალხო დამცველმა  დღეს მედიას გააცნო. „საპროტესტო აქცია სწრაფად გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელსაც შედეგად ძალადობა, ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება და ქონების განადგურება მოჰყვა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია,რომ  2016 წელს მშვიდობიანი შეკრების უფლების მასშტაბურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო რამდენიმე გამონაკლისი, სადაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, 2016 წლის 22 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში. ამ ფაქტის გამო პასუხისგებაში დღემდე არავინაა მიცემული.
 
წინა სტატიაცოტნე გამსახურდია: ქართული ოცნების პროკურატურა და სუსი დღეს გულმოდგინედ მალავენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ავტორებსა და შემსრულებლებს!
შემდეგი სტატიასხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრი ქალები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას არ დაუშვას შერჩევითი მართლმსაჯულება რუსუდან კერვალიშვილის საქმეში.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური