მთავარისიახლეებისაზოგადოება“წითელი ცხვირის დღე” - საერთაშორისო კამპანიას საქრთველო წელს პირველად შეუერთდა

“წითელი ცხვირის დღე” – საერთაშორისო კამპანიას საქრთველო წელს პირველად შეუერთდა

Published on

საქართველოში “წითელი ცხვირის დღე” (Red Nose Day) კამპანია დაიწყო. დღეიდან აპრილის ბოლომდე 60-ზე მეტ სავაჭრო წერტილში ე.წ. წითელი ცხვირი სიმბოლურ ფასად გაიყიდება. გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.საქართველო აღნიშნულ საქველმოქმედი კამპანიას ოფიციალურად წელს შეუერთდა.“წითელი ცხვირის დღე” (Red Nose Day) – ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი საქველმოქმედო აქციაა. 1985 წელს გაჩნდა იდეა, რომ სწორედ იუმორის მეშვეობით შეგროვებულიყო თანხა ბავშვების დასახმარებლად. იდეა, ბრიტანულ საქველმომქედო ორგანიზაცია Comic Relief-ს ეკუთვნის, რომელიც 1985 წელს დაარსდა კომედიური ჟანრის სცენარისტის რიჩარდ კურტისია და კომიკოსი მსახიობის ლენი ჰენრის მიერ და რომელიც ეთიოპიაში ოპერირებს.1988 წელს პირველად აღინიშნა "წითელი ცხვირის დღე" . 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა. გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა ბავშვების დასახმარებლად. კამპანიას მოგვიანებით სხვადასხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ."წითელი ცხვირის დღე" ორ წელიწადში ერთხელ იმართება. აქციის ორგანიზატორები თანხის შეგროვებას მუსიკოსების, სპორტსმენების, მსახიობების და ჩვეულებრივი ხალხის დახმარებით ცდილობენ.აქციაზე მისულმა ადამიანებმა აუცილებლად “წითელი ცხვირი” უნდა იყიდონ. მომღერლები კონცერტებს აკეთებენ, სპორტსმენები მარათონს აწყობენ. ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია და ამ აქციიდან შეგროვილი თანხა ბავშვების დახმარებას ხმარდება.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...