მთავარისიახლეებისაზოგადოებაექსკლუზივი: ბიძინა ივანიშვილი ორსანტიაში 4 საუკუნოვან ცაცხვს "ეჩალიჩება"?

ექსკლუზივი: ბიძინა ივანიშვილი ორსანტიაში 4 საუკუნოვან ცაცხვს “ეჩალიჩება”?

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში 4 საუკუნოვანი ცაცხვის ხეს თვალი დაადგა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. „ოდიშინიუსის“ წყაროს ინფორმაციით მოლაპარაკებები დაწყებულია იმ ოჯახთან, სადაც ეს ხე დგას.სავარაუდოდ საუბარია 150 ათას დოლარზე, რომელსაც პატრონი მიიღებს, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აქ პრობლემაა ხის სიდიდე, რადგან უზარმაზარი ცაცხვის გადატანას ვერანაირი ტექნიკა ვერ შეძლებს და პრობლემა შეექმნება თვითონ სოფლის მოსახლეობას. ცნობილია ისიც, რომ ჯერჯერობით ხის პატრონს ოლიგარქისთვის თანხმობა მიუცია.  ბიძინა ივანიშვილის ხეებით დაინტერესება ახალი თემა ნამდვილად არ არის, დაიწერა და ითქვა ისიც, რომ ოლიგარქი ზუგდიდში მალულად ჩამოვიდა სპეციალურად იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი დაეთვალიერებინა და მცენარეები შეერჩია, რაზეც ადრე ქრონიკა+- მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ ივანიშვილმა ზუგდიდის ისტორიული ადგილი გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა.ცნობილია რომ ექსპრემიერი შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აშენებს, რასაც აჭარაში უნიკალური ჯიშის ხეები ეწირება, რამდენიმე დღის წინ სააგენტო "თაიმერის" ექსკლუზიური ინფორმაციით ივანიშვილმა წალენჯიხის მაგნოლიასაც დაადგა თვალი.

სიახლეები

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სასანქციო პაკეტი დაამტკიცა

პარასკევს ევროპულმა კომისიამ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტი. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ...

გარემოს სააგენტოს ცნობით,22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

ტრამპის თქმით, ომის შემდეგ აშშ უკრაინას “მშვიდობის შენარჩუნებაში” დაეხმარება

Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 6 პირი დააკავეს

თბილისში, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი...