მთავარისიახლეებისაზოგადოებაომბუდსმენი: პრობლემურია საკითხი, როცა მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული

ომბუდსმენი: პრობლემურია საკითხი, როცა მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული

Published on

 დაკავება-დაპატიმრება არ არის გამოსავალი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, რუსუდან კერვალიშვილის დამნაშავედ ცნობასა და შესაბამისად, მისი დაპატიმრების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. 
 
უჩა ნანუაშვილის განმარტებით, პრობლემურია საკითხი, როცა "მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული".
 
"ალბათ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ მოხდეს დაზარალებულთა უფლებების დაცვა, რომ მათ გარკვეული კომპენსაციები მიიღონ. უშუალოდ საქმეს რაც შეეხება, ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, როცა გამოქვეყნდება სასამართლოს გადაწყვეტილება და გავეცნობით, თუ რას დაეყრდნო სასამართლო. ზოგადად, ეს საკითხი არის პრობლემური, როცა მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული. ეს, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო. უნდა ვისაუბროთ იმაზე, დაზარალებულებს ამით რა კონკრეტული შეღავათი აქვთ – ფაქტობრივად არაფერი", – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...