მთავარისიახლეებიპოლიტიკაIRI - ის გამოკითხვა: "ქართული ოცნება" - 26%, "ნაციონალური...

IRI – ის გამოკითხვა: “ქართული ოცნება” – 26%, “ნაციონალური მოძრაობა” – 15%

Published on

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) მორიგი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, IRI-ს კვლევა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსების რეიტინგებს ეხება, ორშაბათს გასაჯაროვდება, თუმცა კვლევის რამდენიმე დეტალს "მოამბე" და ,,კურიერი" ასაჯაროებენ.
 
კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ ტარდებოდეს არჩევნები, რომელ პოლიტიკურ პარტიებს მისცემდნენ ხმას, პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
ისინი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა:
1. „ქართული ოცნება“ – 30%,
2.“ნაციონალური მოძრაობა“ – 15%,
3. „ევროპული საქართველო“ – 8%.
ყველა გამოკითხულის პასუხებში პროცენტები ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" – 26%,
"ნაციონალური მოძრაობა" – 15%,
"ევროპული საქართველო" – 7%,
ლეიბორისტები – 6%,
"პატრიოტთა ალიანსი" – 4%,
"თავისუფალი დემოკრატები" – 3%.
შეკითხვაზე პასუხისგან თავი 20%-მა შეიკავა, არცერთ პოლიტიკურ პარტიას ხმას 15% არ მისცემდა, ხოლო სხვა პარტიებს მხარს გამოკითხულთა 10% უჭერს.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...