მთავარისიახლეებისაზოგადოება"არ მახსენდება პრეცედენტი, ოჯახი ასე გაენადგურებინოთ"- ნინო დარასელი

“არ მახსენდება პრეცედენტი, ოჯახი ასე გაენადგურებინოთ”- ნინო დარასელი

Published on

დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს, – ასე აფასებს ”ცენტრ პოინტის” საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსუდან კერვალიშვილის შვილი ნინო დარასელი. მისი თქმით, გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.”ჩვენს ოჯახზე მეტი ინტერესი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო, ვერავის ექნებოდა. როცა მოგვარდებოდა დაზარალებულების პრობლემები, მოგვარდებოდა ჩვენი პრობლემებიც. დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს. აუცილებლად გავასაჩივრებთ. მგონია, რომ დიდი შეცდომა მოხდა. ამ გადაწყვეტილებით დაზარალებულები უფრო დაზარალდნენ, ვინაიდან „ცენტრ პოინტში“ საქმის გამკეთებლები აღარ დარჩნენ", – განაცხადა დარასელმა.როგორც კერვალიშვილის შვილმა აღნიშნა, არ ახსენდება პრეცედენტი, რომ საქართველოში რომელიმე ოჯახი ასე გაენადგურებინოთ. "ოთხი წლის წინ ითხოვდნენ დაზარალებულები მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებას, იმის ნაცვლად, რომ მას დაესრულებინა ის ობიექტები, რომლებიც დღეს დაყადაღებულია და დაუსრულებელია. მე არ მესმის, რა მიიღო ამით სახელმწიფომ, რა მიიღეს დაზარალებულებმა. მე მგონი უფრო დაზარალდნენ, რადგან დედაჩემი ციხეშია, მაია ციხეშია, გუკაც ციხეშია, ვახო კი ძალიან მძიმე ჯანმრთელობის დიაგნოზით საავადმყოფოშია მოთავსებული. პრაქტიკულად, საქმის გამკეთებელი აღარავინ დარჩა. მე არ მჯერა ამ გადაწყვეტილების პატრონებს რაიმე კეთილი სურვილები აქვთ იმისა, რომ პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა ნინო დარასელმა და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზედმგომ ინსტანციაში აუცილებლად გასაჩივრდება. სასამართლომ „ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა. 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...