მთავარისიახლეებისაზოგადოებარა უთხრა საკონსტიტუციო სასამართლომ მათ, ვისაც აწუხებს კითხვა - რით ვეღარ...

რა უთხრა საკონსტიტუციო სასამართლომ მათ, ვისაც აწუხებს კითხვა – რით ვეღარ დამთავრდა დევნილების ,,რჩენა” სახელმწიფოს მიერ

Published on

ციტატა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მათთვის, ვინც  თვლის, რომ ,,დევნილებმა გააჭირეს საქმე'' და  ვისაც ვერ გაუგია, რით ვეღარ დამთავრდა მათი  ,,რჩენა'' სახელმწიფოს მიერ ( ეს პირველ რიგში ,,დევნილთა მინისტრს'' სოზარ სუბარს ეხება, რომელიც ხან დევნილთა შემწეობით მოსარგებლე ,,რძლებს და სიძეებს მიახტება'', ხან დევნილი მშობლების ბავშვებს, რომელნიც არაოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიბადნენ) :
   
,,29. ცხადია, ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტის შედეგად დაზარალებული პირების მიმართ სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ვალდებულებების აღება და ამ ადამიანების დაცვა წარმოადგენს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს. შეიარაღებული კონფლიქტი ართმევს პირებს ნორმალური ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას. ომი წარმოშობს აურაცხელ დანაკარგს, რაც მოიცავს ინდივიდის ფიზიკურ, მორალურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ, სოციალურ, ეკონომიკურ კეთილდღეობას. ომისა და აგრესიის, ქვეყნის ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მათი უფლებების უმრავლესობით სარგებლობის საკითხი თავისთავად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ისევე, როგორც არაერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევა მათი მდგომარეობის გარდაუვალი შედეგია. ამიტომ ეს პირები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებიან და სახელმწიფოს მხრიდან სპეციალურ დაცვას საჭიროებენ” (საქმე №1/3/534 2013 წლის 11 ივნისი, საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
 

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...