მთავარისიახლეებისაზოგადოებანაციონალური მოძრაობა ივანიშვილის დედროლოგიური ვნებების ალაგმვას ცდილობს

ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის დედროლოგიური ვნებების ალაგმვას ცდილობს

Published on

ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი რეზო ხარაზი  წინ გადაუდგა მძიმე ტექნიკას, რომლითაც მახინჯაურიდან ივანიშვილის  დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ტიტა გადააქვთ –  ის სანაპირომდე მისასვლელად სპეციალურად გათხრილ წყლით სავსე  არხში ჩადგა და ამ ფორმით შეუშალა ხელი მის გადაადგილებას.  იქამდე რეზო ხარაზი სანაპიროზე, მძიმე ტექნიკის წინ დაჯდა, მაგრამ ეს ადგილი დაატოვებინეს და იძულებული გახდა პროტესტი არხში ჩადგომით  გაეგრძელებინა.
 
”ჩვენ არაერთხელ გავაპროტესტეთ ხის გადატანა აჭარიდან გურიაში. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესაც ვაცნობეთ და ვთხოვეთ პროცესის შეჩერება, თუმცა, მას, სამწუხაროდ, რეაგირება არ ჰქონია. ჩვენ აქ ვიქნებით და არ მივცემთ საშუალებას, რომ აჭარიდან ხეების გადატანა განახორციელოს ბიძინა ივანიშვილმა” – განაცხადა  რეზო ხარაზმა.  
 
 მახინჯაურში სანაპიროსთან პარტიის სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის ჭარის უმაღლეს საბჭოში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებიც იმყოფებიან, ისინი გადამტანი კომპანიისგან  შესაბამის დოკუმენტაციას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ამ გადაზიდვებიტ მნიშვნელოვად არის დაზიანებული გზები და სანაპირო ზოლი.
 
ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. ამ დროისთვის სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ტერიტორიიდან გაიყვანეს. სამუშაოები განახლდა. 
 
 
 

 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...