მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს

0
370
მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულზე გადასვლა მანდატების სამართლიანი განაწილების პრინციპით – ამ თემაზე სასაუბროდ დღეს საკოორდინაციო საბჭოში შემავალი პარტიები იკრიბებიან.სწორედ ამ საკითხებთან მიმართებაში დაადანაშაულა ოპოზიციური აზრის იგნორირებაში გუშინ ხელისუფლება 15-მა არასაპარლამენტო პარტიამ და საკონსტიტუციო ცვილებების საკუთარი წინადადება შესთავაზა.არასაპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს შენარჩუნდეს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობაც, ასევე 3 პროცენტამდე დაიწიოს ბარიერმა. საჯარო პასუხს ხელისუფლებისგან არასაპარლამენტო ოპოზიცია 15 აპრილამდე ელის, წინააღმდეგ შემთხევაში საკონტიტუციო კომისიის დატოვებით იმუქრება.„ხელისუფლება გვეუბნება, რომ 20% ხმებისა  რომ დაიკარგება ის როგორც დაიკარგა 2016 წელს, ეს 20% მე მიმაქვს მაინც იმისთვის, რომ მქონდეს უმრავლესობა. რა განსხვავებაა, პროპორციულს მომპარავ თუ მაჟორიტარულს მომპარავ, მპარავ როგორც ასეთ,“-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.არასაპარლამენტო ოპოზიციას პასუხობენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ულტიმატუმების ენით ლაპარაკი არასწორია. რაც შეეხება საარჩევნო ცვლილებებს, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ცვლილებებზე საკონსტიტუციო კომისია დიალოგის რეჟიმში მსჯელობს.
წინა სტატიარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ რომ ქალაქებისთვის თვითმმართველობის სტატუსის მინიჭებით შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა.
შემდეგი სტატიაჟენევაში რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დარბაზი დატოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური